ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიMeta მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელის აშენებას გეგმავს

Meta მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელის აშენებას გეგმავს

ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Meta, რომელიც ფლობს Facebook-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს,  მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელის აშენებას გეგმავს. ეს პროექტი მიზნად ისახავს ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიისა და სხვა რეგიონების დაკავშირებას.

Meta-ს ახალი პროექტი, Waterworth, ითვალისწინებს 50,000 კმ (31,000 მილი) წყალქვეშა კაბელის გაყვანას, რაც უფრო გრძელი იქნება, ვიდრე დედამიწის გარშემოწერილობა.

კაბელი იყენებს 24 წყვილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს უფრო მაღალ გამტარობას და შესაძლებლობას ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის პროექტების განვითარება. Meta-ს ამ ნაბიჯის მიზანიც ისაა, რომ გაუმჯობესდეს გლობალური კავშირები და ხელი შეუწყოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  გლობალურ ბაზარზე ბუნებრივი აირის ფასი 6.9%-ით შემცირდა - Galt & Taggart
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები