შაბათი, ივნისი 14, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში E-Gate სისტემა სატესტო რეჟიმში ამოქმედდა

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში თანამედროვე E-Gate სისტემა დანერგა. ფრანგული კომპანიის RESA ELECTRONIQUE-ის მიერ შემუშავებული ავტომატიზებული ჩასხდომის სისტემა მგზავრებს აეროპორტის გაფრენის დარბაზში ჩასხდომის ბარათის (Boarding pass) წაკითხვით, ავტომატურად გაუხსნის ტურნიკეტს, რაც პროცესს გაამარტივებს და რიგებს შეამცირებს.

E-Gate სისტემის პირველი ეტაპზე სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს და იგი მგზავრთა ნაკადის გამართვის ეფექტურობას გაზრდის. ტექნოლოგია ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობას აძლევს, გააუმჯობესოს მგზავრთა მომსახურების ხარისხი და დაამატოს თანამედროვე, ეფექტური სერვისები.

RESA ELECTRONIQUE-ის E-Gate სისტემის საინვესტიციო ღირებულება 200 ათას ევროზე მეტია. მომავალში, ინფრასტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად, სისტემის კიდევ ერთი აპარატი დაემატება.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

READ  “სოფელში მშობლები საკუთარი ხელით მოყვანილი უჯანმრთელესი პროდუქტით გვზრდიდნენ” – ლაურა რეხვიაშვილი და გიორგი ფხაკაძე სტუმრად ციცინო შურღაიასთან (ვიდეო)
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები