Bentley Centre Tbilisi-ში ქართველი არტისტების ნამუშევრების გამოფენა გაიმართება. Bentley Exhibitions მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქართველი არტისტს წარადგენს. მომავალი გამოფენა, რომელიც 14 მარტს გაიხსნება, მაკო ლომაძის ნამუშევრებს მოიცავს, რომლიც ზიტორებისთვის ორი თვის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.
„ხელოვნების მხარდაჭერა Bentley-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა, ბრენდისთვის ეს არის ერთგვარი გზა, აუდიტორიასთან ემოციური ურთიერთკავშირი მაღალი მატერიების გაზიარებით დაამყაროს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის Bentley Exhibition-ის მეშვეობით თანამედროვე ქართველი არტისტების ნამუშევრები გაგვეცნო. გამოფენების სერიის ფარგლებში, არტისტები თავიანთ შემოქმედებას გამოფენენ სპეციალურად შექმნილ საგამოფენო სივრცეში, რომელიც ბრენდის შოურუმში მოეწყობა. მომხმარებლისთვის ექსკლუზიური გამოცდილებას გასაღრმავებლად შოურუმში ავტოინდუსტრიის ელემენტები და იმერსიული საგალერეო სივრცის სინთეზი შეიქმნება. პირველი პერსონალური გამოფენა მაკო ლომაძის ნამუშევრებს დაეთმობა, რომლებიც თავისი ფორმებით, ტექნიკური შესრულებითა და ინდივიდუალურობით ზუსტად ეხმიანება Bentley-ს ხედვას. Bentley Centre Tbilisi აუდიტორიისთვის სხვადასხვა ექსკლუზიური ტიპის ღონისძიებების გამართვას მთელი წლის განმავლობაში გეგმავს“, – აცხადებს სოფო დავითაშვილი, Bentley Centre Tbilisi-ის მარკეტინგის მენეჯერი.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები