ორშაბათი, მაისი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარიინტერვიუვის უწევს ქონების გადასახადი და რამდენია ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში

ვის უწევს ქონების გადასახადი და რამდენია ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში

ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის თარიღის მოახლოებამ, მოსახლეობაში ვნებათაღელვა გამოიწვია.

ოფიციალური ინფორმაციით, ქონების გადასახადი უწევს პირს, თუ მისი ან ოჯახის შემოსავალი წლიურად 40 000 ლარს აღემატება. თუმცა, როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ იურისტი სალომე ბეჟაშვილი ამბობს, აღნიშნული გადასახადი უწევს ყველა პირს, ვისაც მიწის ნაკვეთი აქვს. საუბარია, როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწებზე.

ცნობისთვის, შემოსავლების სამსახურის განმარტებით, ზოგადად ქონების გადასახადის გადახდის ბოლო ვადა არის კალენდარული წლის 15 ნოემბერი, ხოლო დეკლარაციის შევსება/წარდგენის ბოლო ვადად 1-ლი ნოემბერია განსაზღვრული, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ წელს ორივე ეს თარიღი ემთხვევა შაბათს, ვადამ გადაიწია მომდევნო სამუშაო დღეზე, შესაბამისად, ფიზიკური პირები 3 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ ქონების დეკლარაციის წარდგენას, ხოლო უშუალოდ გადასახადის გადახდას 17 ნოემბრის ჩათვლით მოახერხებენ.

უფრო კონკრეტულად, ვის ეკისრება ქონების გადასახადი და როგორია ჯარიმის მოცულობა, „ბიზნესპრესნიუსი“ იურისტს სალომე ბეჟაშვილს ესაუბრა.

– ქონების გადასახადს იხდიან როგორც ფიზიკური პირები, ისე რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიულ პირები. ფიზიკურ პირებთან დაკავშირებით, ქონების გადასახადის გადახდა უწევს ყველას, ვისაც აქვს მიწის ნაკვეთი. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი აქვს შემოსავალი მას ან მისი ოჯახის წევრებს. მიწის ნაკვეთის შემთხვევაში (როგორც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ისე არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწების), ყველა იხდის ქონების გადასახადის.

რაც შეეხება ნებისმიერი სხვა ტიპის ქონებას (ბინა, მანქანა და ა.შ.), თუ პირის ან მისი ოჯახის წვერების წლიური შემოსავალი იყო 40 000 ლარზე მეტი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იხდის ქონების გადასახადს.

შემოსავალი ითვლება საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით, თუ ე.წ. ხელზე ასაღები თანხა?

– რა თქმა უნდა, ამ თანხაში შედის საშემოსავლო გადასახადიც. თუმცა, გარკვეული შეღავათებიც არის, რა არ შეიტანება. მაგალითად, თუ 2 წელზე მეტი ხანი მქონდა ბინა, გასულ წელს გავასხვისე და ამით მივიღე შემოსავალი, ეს არ მოიაზრება ამ შემოსავალში.

შემოსავალში ითვლება თუ არა გზავნილები?

READ  შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

– შემოსავალში ითვლება ყველაფერი, ეს იქნება ხელფასი, გაქირავებით მიღებული შემოსავალი, თუ ნებისმიერი სხვა ტიპის სარგებელი, რაც გასული წლის განმავლობაში პირმა მიიღო. რაც შეეხება გზავნილებს, კოდექსის თანახმად, მნიშვნელობა არ აქვს რა ფორმით მიიღებს შემოსავალს, გზავნილებით, ქეშად თუ საბანკო გადარიცხვებით. უბრალოდ, ვინ როგორ აფიქსირებს ამ შემოსავალს, ეს სხვა საკითხია.

მანქანის, ბინის და მსგავსი ქონების გადასახადზე, ვამბობთ რომ პირის ან მისი ოჯახის წლიური შემოსავალი უნდა აღემატებოდეს 40 ათასს ლარს.. საინტერესოა, ვინ ითვლება ერთი ოჯახის წევრად?

– ეს ერთ მისამართზე ჩაწერის მიხედვით არ არის. ოჯახის წევრზე არ აკეთებს კანონი აქცენტს, საუბარია, ოჯახში ვინ მოიაზრება. სტანდარტულად, ეს პირი, მეუღლე, შვილი, გერი (არასრულწლოვანები) და ა.შ. თუმცა, ასევე კოდექსი აკეთებს მითითებას, რომ ოჯახში მოიაზრება მასთან მუდმივად მცხოვრები პირი, ეს შეიძლება იყოს ბებია, ბაბუა და ა.შ. თუმცა კანონი გვეუბნება, რომ უშუალოდ ვინც არის დეკლარაციის შემვსები და ქონების გადამხდელი, სწორედ მან უნდა გასაზღვროს ოჯახის წვერების ჩამონათვალი. განაგრძეთ კითხვა…

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.