შემოსავლების სამსახურში კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის შესახებ კონსულტაცია ყოველდღე, 24 საათის განმავლობაშია, ხელმისაწვდომია. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრეცელებს.
შემოსავლების სამსახური იუწყება, რომ კონსულტაციები ხორციელდება წინასწარ გადამზადებული თანამშრომლების მიერ, რომლებიც დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ კვალიფიკაციურ დახმარებას პროცედურულ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე. ეს პილოტური ინიციატივა უზრუნველყოფს მომხმარებლებთან სწრაფ და ეფექტურ კომუნიკაციას, რაც ხელს უწყობს პროცესების უკეთეს მართვას და შენგენის რეგლამენტის შესაბამისად მომსახურების გამარტივებას.
კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა ერთ-ერთი მთავარი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს საბაჟო პროცედურების გამარტივებას და გამჭვირვალობის ზრდას, რაც გააუმჯობესებს მომხმარებლებისთვის მომსახურების ხარისხს.
„შეგახსენებთ, რომ 2025 წლის პირველი თებერვლიდან საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდება ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს, რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები – NCTS-ის მეშვეობით.
აღსანიშნავია, რომ ერთიანი პრაქტიკის დანერგვისა და ამ სისტემის შეუფერხებლად მუშაობის უზრუნველსაყოფად ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტში შეიქმნა ახალი სტრუქტურული ერთეული – საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომლის ფუნქციებში შედის NCTS-ის სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის ყველა სერვისის შეუფერხებელი მიწოდება.
უშუალოდ NCTS-ის სისტემის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფის მიზნით, წინასწარ გადამზადებული თანამშრომლების პროფესიონალი გუნდის მიერ ხორციელდება დაინტერესებული პირებისთვის პროცედურულ საკითხებსა და მიმდინარე პროცესებზე კვალიფიკაციური კონსულტაციის გაწევა. მათ შორის 24/7 რეჟიმში არის შესაძლებელი ე.წ. HELP DESK-ით მომსახურება“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები