2025 წლის 20-24 თებერვალს ლონდონი ყველაზე მნიშვნელოვან მოდის ღონისძიებას – ლონდონის მოდის კვირეულს – უმასპინძლებს. კვირეულის ოფიციალურ პროგრამაში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ქართული ბრენდი KEBURIA პირველად წარსდგება ლონდონის მოდის სცენაზე. ბრენდი, რომელმაც საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე გაითქვა სახელი, 24 თებერვალს წარმოგვიდგენს როგორც მამაკაცის, ისე ქალის ტანსაცმლის ხაზს.
KEBURIA-ს ჩვენება ლონდონის მოდის კვირეულზე ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას წარმოადგენს ქართული მოდის ინდუსტრისთვის.
KEBURIA ქართული მოდის ბრენდია, რომელიც 2015 წელს გიორგი ქებურიას მიერ შეიქმნა. ბრენდი ცნობილია თავისი მდიდრული და დახვეწილი სტილით, რომელსაც ხშირად ირჩევენ სოლიდური ვარსკვლავები. ბრენდმა უკვე მოიპოვა აღიარება საერთაშორისო ბაზარზე, მისი ტანსაცმლის კოლექციები კი მრავალჯერ გამოიყენეს ისეთმა ცნობილმა სახეებმა, როგორებიც არიან მოდელი კაია გერბერი, მომღერალი მაილი საირუსი, მსახიობი პამელა ანდერსონი და რეალითი შოუს ვარსკვლავი ქაილი ჯენერი.
KEBURIA-ს კოლექციები ყოველთვის გამოირჩევა დახვეწილი დეტალებით, ფერებითა და ტრენდული მიდგომით. ბრენდის გამოსვლა ლონდონის მოდის კვირეულზე კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს მის საერთაშორისო პრესტიჟს და გააორმაგებს ინტერესს როგორც მედიაში, ასევე სამომხმარებლო ბაზარზე.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები