ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაქართველოს ტურიზმის სამიტი "ტურისტერი 2024" ბათუმში 6-7 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს ტურიზმის სამიტი “ტურისტერი 2024” ბათუმში 6-7 დეკემბერს გაიმართება

საქართველოს ტურიზმის სამიტი „ტურისტერი 2024“ 6-7 დეკემბერს ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონ ბათუმში” გაიმართება. ღონისძიება, რომელსაც უჭერს მხარს „ტურიზმის ინსტიტუტი“ და „შინდი“, მიზნად ისახავს ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული უახლესი ტენდენციებისა და ინოვაციების წარდგენას. წელს სამიტი მოიცავს მნიშვნელოვან თემებს, მათ შორის ციფრულ ტექნოლოგიებს, მდგრადობასა და ტურიზმის განვითარებას.

წლევანდელი ტურისტერი ფოკუსირებულია 3 ძირითად საკითხზე, ესენია:

  • ტექნოლოგიები ტურიზმში: თანამედროვე გადაწყვეტილებები და მომავლის ინოვაციები
  • მდგრადობა: მწვანე და ლურჯი ეკონომიკა
  • წინსვლა: პიროვნული და პროფესიული ზრდა მომავალი მზაობისთვის

სამიტში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის:

  • Booking.com
  • AirDNA
  • Amadeus

და სხვა მრავალი მნიშვნელოვანი მოთამაშე.

ღონისძიების ფორმატი მოიცავს სიტყვით გამოსვლებს, პანელურ დისკუსიებსა და თემატურ ვორქშოპებს, რომლებიც მონაწილეებსდაეხმარება ცოდნის გაღრმავებაში.

ამას გარდა, ტურისტერი 2024-ის ფარგლებში გაიმართება ნეთვორქინგ საღამოები, სადაც მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ პირდაპირი კონტაქტების დამყარების ტურიზმის ინდუსტრიის ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან .

სამიტი მისაღებს:
– ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის წარმომადგენლებს
– სახელმწიფო და ადგილობრივ ორგანიზაციებს
– აკადემიურ სფეროს წარმომადგენლებს
– ბიზნესის მხარდამჭერ ორგანიზაციებს.

ღონისძიების გენერალური სპონსორები არიან:
– საქართველოს ბანკი ბიზნესი
– ბეტა პრინტი

სპონსორები:
– USAID
– სასტუმრო კოლიზეუმ მარინა
– გურუ ჰოლდინგი
– Exely
– TripCamp

ტურისტერი 2024-ის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ოფიციალურ საიტზე.

„ტურისტერი 2024“ წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ტურიზმის სფეროში, რომელიც არა მხოლოდ მიმდინარე ტენდენციებს, არამედ მომავალ განვითარებასაც ცხადყოფს. ღონისძიების მონაწილეები შეძლებენ მიიღონ პრაქტიკული რჩევები, გაეცნონ ახალ ტექნოლოგიებს და იპოვონ შესაძლებლობები საკუთარი ბიზნესის ზრდისა და განვითარებისთვის.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ავსტრალიაში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები