ოთხშაბათი, ნოემბერი 12, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაქართველოს ტურისტული პოტენციალი FITUR Madrid 2025-ზე

საქართველოს ტურისტული პოტენციალი FITUR Madrid 2025-ზე

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში FITUR 2025მონაწილეობს. გამოფენაზე საქართველოს სტენდი მოინახულა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ზურაბ პოლოლიკაშვილმა. 5 დღის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაეცნოთ საქართველოს ტურისტული მიმართულებები, დააგემოვნებინათ ქართული სამზარეულო და ღვინო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ, შეხვედრები გამართა წამყვან საერთაშორისო კომპანიებთან, მათ შორის British Airways, Expedia და სხვა. მთავარი მიზანი იყო საქართველოში ტურისტების ნაკადის გაზრდა, განსაკუთრებით ევროპიდან.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მადრიდში, წარმოდგენილია საკუთარი სტენდით, საკმაოდ მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე, კერძო კომპანიებთან ერთად. საქართველო, FITUR Madrid-ის გამოფენაში, ყოველწლიურად მონაწილეობს. გამოფენის განმავლობაში, დაგეგმილი გვაქვს მაღალი რანგის შეხვედრები გავლენიან მედიასაშუალებებთან, პარტნიორ ორგანიზაციებთან. შეხვედრებს მართავენ კერძო სექტორის წარმომადგენლები ბიზნეს პარტნიორებთან, რომ საქართველოში ევროპიდან ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ“,-აცხადებს მაია ომიაძე.

გამოფენაზე ასევე მონაწილეობს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი და იმერეთის რეგიონის წარმომადგენლები, რომლებიც აქტიურად აცნობენ ვიზიტორებს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. FITUR-2025-ის მონაწილე ქვეყნები და კომპანიები მსოფლიოს მასშტაბით იზიდავენ ინტერესს, ხოლო საქართველოს წარმომადგენლები მოლოდინს გამოხატავენ, რომ გამოფენა კიდევ უფრო დააჩქარებს ტურისტების ზრდა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

 

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  2024 წელს საქართველომ 236 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ხილი გაიტანა ექსპორტზე - წლიური ზრდა 14%-ს აჭარბებს
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები