ჟენევაში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქპატენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება გულისხმობს საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამის „ინტელექტუალური საკუთრება, ინოვაციები და მეწარმეობა“ დაწყებას 2025 წლის შემოდგომიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ ნაკადს, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებს მიიღებს. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
სამმხრივ მემორანდუმს ხელი საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ, WIPO-ს გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ მოაწერეს.
ეს იქნება პირველი ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტის მიმართულებით, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის (MBA) ხარისხს ინტელექტუალური საკუთრებისა და ინოვაციების მენეჯმენტში.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები