ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 23.435 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 8%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ექსპორტი 6.560 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა 7.8%-ით, ხოლო იმპორტი 16.874 მლრდ აშშ დოლარით 8.1%-ით გაიზარდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წელს 10.314 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც სავაჭრო ბრუნვის 44%-ს წარმოადგენს.

საქართველოს 2024 წლის ექსპორტის უმსხვილესი სამი პარტნიორი ქვეყანა იყო: ყირგიზეთი (1.287 მლრდ აშშ დოლარი), ყაზახეთი (859.9 მლნ აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (724.5 მლნ აშშ დოლარი). იმპორტის მხრივ, კი პირველ სამეულში მოექცა თურქეთი (2.770 მლრდ აშშ დოლარი), აშშ (2.047 მლრდ აშშ დოლარი) და რუსეთი (1.849 მლრდ აშშ დოლარი).

საექსპორტო პროდუქციის ათეულში პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები, 2.426 მლრდ აშშ დოლარით, რაც ექსპორტის 37%-ს შეადგენს. მეორე ადგილს ფეროშენადნობები იკავებს 322.2 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს სპირტიანი სასმელები 288.6 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტში ყველაზე დიდი წილი 3.464 მლრდ აშშ დოლარით მსუბუქ ავტომობილებს ეკუთვნით, რაც იმპორტის 20.5%-ია. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები იკავებს 1.303 მლრდ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 622.9 მლნ აშშ დოლარით.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ქართული რესტორანი Cafe Littera მსოფლიო საუკეთესო 1000 რესტორანს შორის მოხვდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები