ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ქართული სტარტაპი – Roamingo გამოჩნდა, რომელიც მოგზაურებს მობილურ ინტერნეტს eSIM ტექნოლოგიის საშუალებით სთავაზობს. სტარტაპი უკვე განთავსდა აეროპორტის გაფრენის დარბაზში, სადაც მოგზაურებს შეუძლიათ მობილური ინტერნეტის პაკეტების შეძენა უფრო იაფი და გონივრული პირობებით.
Roamingo არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მობილური ინტერნეტის სერვისს სთავაზობს მომხმარებლებს. ტრადიციული როუმინგისგან განსხვავებით, Roamingo-ს აპლიკაცია მომხმარებლებს სთავაზობს ინტერნეტის პაკეტების შეძენას ფიზიკური SIM-ბარათის გარეშე, მხოლოდ eSIM ტექნოლოგიის გამოყენებით. აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლებს შეუძლიათ აირჩიონ ქვეყანა და შეიძინონ ინტერნეტის გიგაბაიტები დაბალ ფასად და სასურველი ვადით.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, აეროპორტების გაერთიანება აქტიურად ზრუნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს მრავალფეროვანი სერვისები შესთავაზოს. “Roamingo საშუალებას აძლევს ჩვენს მგზავრებს, უშუალოდ ტურისტებზე მორგებული და ხელსაყრელი ინტერნეტ პაკეტები შესთავაზოს. ოპერირების დაწყებასთან დაკავშირებით, ქართული სტარტაპი ჩვენი აეროპორტის მგზავრებს ევროპაში გამგზავრებისას 10 დღიან აქციას სთავაზობს და ფასდაკლების ვაუჩერების, ასევე სხვადასხვა ბონუსების გაცნობა მათ გაფრენის დარბაზში განთავსებულ კომპანიის სტენდთან შეეძლებათ,” – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
Roamingo აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა ძირითადი გადახდის სისტემით: Amex, Visa, Mastercard, Apple Pay და Google Pay.
Roamingo საქართველოში წარმატებით გაშვების შემდეგ, გეგმავს სერვისის გაფართოებას და სხვა ქვეყნების მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდას.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები