ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიNvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის სტატუსი დაიბრუნა

Nvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის სტატუსი დაიბრუნა

Nvidia-მ საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიის სტატუსი დაიბრუნა. ჩიპების მწარმოებელმა კომპანიამ თავისი აქციების ღირებულება თითქმის სამჯერ გაზარდა, რის შედეგადაც მისი საბაზრო ღირებულება $3.571 ტრილიონია, რაც აღემატება Apple-ს $3.366 ტრილიონს.

Nvidia-ს აქციების ზრდა განპირობებულია ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების ბუმით, რაც კომპანიას ბაზარზე GPU-ების წამყვან მიმწოდებლად აქცევს. გასული წლის განმავლობაში Nvidia-მ საგრძნობი შემოსავალი დააფიქსირა, ხოლო მხოლოდ ბოლო ხუთ კვარტალში მისი შემოსავალი გაორმაგდა.

ამჟამად, Nvidia, Apple და Microsoft მსოფლიოს სამი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიაა, რომელთა საბაზრო კაპიტალიზაცია $3 ტრილიონს აჭარბებს. Nvidia, მიუხედავად შუალედური ვარდნისა, კვლავ ლიდერია და ლიდერობას წლის ბოლოსაც ინარჩუნებს.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები