Nexia Georgia, აუდიტორული და კონსულტაციის სფეროში ლიდერი კომპანია, სინგაპურში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე 800-მდე ოფისს შორის “წლის კომპანიის” ჯილდო მოიპოვა. ეს არის მეორე შემთხვევა, როდესაც Nexia Georgia-მ ასეთი მაღალი აღიარება მოიპო, რაც კომპანიის წარმატებას და გავლენას ასახავს საერთაშორისო ქსელში.
2024 წელი Nexia Georgia-სთვის განსაკუთრებული იყო – კომპანიამ თავის 10 წლის იუბილე საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების რეიტინგში ხუთეულში შესვლით აღნიშნა, ხოლო 2023 წლის შემოსავალი 12,2 მლნ ლარს მიაღწია.
მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქსელში თანამშრომლობის განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნას. ასევე, Nexia Georgia გახდა პირველი კომპანია რეგიონში, რომელიც კიბერუსაფრთხოების ISO27001 სტანდარტის უახლესი ვერსიით სერტიფიცირებულია.
Nexia Georgia-ის მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი, უკვე EMEA-ს ბორდის წევრია. 2024 წელი გამოირჩეოდა ინოვაციებით, ახალი პროექტებითა და საერთაშორისო კონფერენციებში აქტიური მონაწილეობით.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები