ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიMicrosoft-მა Xbox-ისთვის AI მოდელი Muse წარმოადგინა

Microsoft-მა Xbox-ისთვის AI მოდელი Muse წარმოადგინა

Microsoft Corp-მა ახალი გენერაციული ხელოვნური ინტელექტის მოდელი Muse წარმოადგინა, რომელიც სპეციალურად შექმნილია Xbox-ის სათამაშო კონსოლებისთვის. ახალი მოდელი მიზნად ისახავს თამაშების სამყაროს უფრო რეალისტურ და ინტერაქტიულ გამოცდილებად ქცევას.

Muse-ს აქვს „დაწვრილებითი გაგება 3D თამაშების სამყაროს შესახებ, მათ შორის თამაშის ფიზიკისა და იმის როგორ რეაგირებს თამაში მოთამაშეების მოქმედებებზე კონტროლერის გამოყენებით“, – აღნიშნულია Xbox–ის ბლოგში.

აღნიშნული ფუნქცია საშუალებას აძლევს Muse-ს შექმნას უფრო განსაზღვრული და მრავალფეროვანი თამაშები, რაც ხელს შეუწყობს როგორც დეველოპერებს, ისე მოთამაშეებს.

ეს ახალი AI ტექნოლოგია მნიშვნელოვანი ნაბიჯია Xbox-ის თამაშების განვითარებაში, რადგან მნიშნელოვანი გავლენა ექნება თამაშების ოპტიმიზაციასა და უფრო დახვეწილ გრაფიკაზე. მოსალოდნელია, რომ Muse  დეველოპერებს დაეხმარება მოძველებული თამაშების გაუმჯობესებაში, რათა ისინი ადაპტირდნენ თანამედროვე კონსოლებსა და მოწყობილობებზე.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  Apple-მა 2024 წლის საუკეთესო აპლიკაციები გამოავლინა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები