მსოფლიოს უდიდესმა კრიპტობირჟამ, BINANCE-მა, $2 მილიარდიანი ინვესტიცია მოიზიდა MGX-ისგან. ინვესტიცია, რომელიც აბუ-დაბიში ბაზირებული ტექნოლოგიური ინვესტორისგან განხორციელდა, გამოირჩევა რამდენიმე უნიკალური ფაქტორით. ეს ყველაზე დიდი ინვესტიციაა, რომელიც BINANCE-მა ოდესმე მიიღო და პირველია, როდესაც ინვესტიცია მთლიანად კრიპტოვალუტის — კერძოდ, სტეიბლკოინების გამოყენებით განხორციელდა. გარდა ამისა, ეს BINANCE-ის პირველი ინსტიტუციური ინვესტიციაა.
არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) BINANCE-თვის კარგად ცნობილი ბაზარია, რადგან კომპანიის 5,000 თანამშრომლიდან დაახლოებით მეხუთედი ამ ქვეყანაშია დასაქმებული. BINANCE-ის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება UAE-ს ხელისუფლების ხედვას, რომლის მიზანია, რომ მომდევნო ათწლეულებში ქვეყანა გლობალურ ტექნოლოგიურ ლიდერად, ხოლო დუბაი — რეგიონულ კრიპტოჰაბად ჩამოყალიბდეს.
MGX-ი არის ემირატული კომპანია, რომელიც ფოკუსირებულია ისეთ ტექნოლოგიებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტი, ნახევარგამტარები, დატაცენტრები, პროგრამული უზრუნველყოფა და ბიომეცნიერება. BINANCE-ში განხორციელებული ინვესტიციით, MGX-ი კიდევ უფრო დიდ ყურადღებას გაამახვილებს კრიპტო და ბლოკჩეინის ტექნოლოგიებზე. BINANCE-მა განაცხადა, რომ თანამშრომლობა MGX-თან ხელს შეუწყობს ინოვაციებს AI, ბლოკჩეინისა და ფინანსების სფეროებში. MGX-ის პორტფელში ასევე მოიპოვება OpenAI და xAI, ხოლო ფონდის თავმჯდომარე შეიხ ტაჰნუნ ბინ-ზაიედ ალ-ნაჰიანია.
BINANCE-ი, რომელიც მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟაა, 260 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებლით, $100 ტრილიონზე მეტი სავაჭრო ბრუნვით და $84.5 მილიარდი საბაზრო კაპიტალიზაციით გამოდის. ამ მაჩვენებლებით, BINANCE-ი სხვა კომპანიებს საგრძნობლად უსწრებს, ხოლო მისი კრიპტოვალუტა BNB მსოფლიოში 5-ე ადგილზეა.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია