2025 წლის იანვარში თბილისში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობამ 2,796 მიაღწია, რაც 2024 წლის იანვრის მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია. ამ მონაცემებს „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
„საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,223 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 1%-ით გაიზარდა. გასაქირავებელი ფასი 10.7 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია. ბაზრის მოცულობამ $225 მილიონი შეადგინა და წლიურად 5%-ით შემცირდა“, – ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშში.
ექსპერტების მიერ წარმოდგენილი მონაცემები მიუთითებს ბაზარზე არსებული შენარჩუნებული სტაბილურობის მიუხედავად, გაყიდვების და ქირის ფასების შემცირების ტენდენციაზე, რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს ეკონომიკური ფაქტორების და მოთხოვნის ცვლილებებთან.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები