2024 წელს საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ ჯამში 2 მილიარდ ლარზე მეტი დახარჯეს, რაც წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს 11.3 პროცენტით აღემატება. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს დაფიქსირდა 2.8 მილიონი გასვლა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების მიერ, რაც 1.4 პროცენტით ნაკლებია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
საზღვარგარეთ გამსვლელთა 45.7 პროცენტის ასაკი 31-დან 50-მდეა. 2024 წელს, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 0.1 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
საქსტატის ანგარიშით, 2024 წელს 1.5 მილიონი ვიზიტი იყო ტურისტული ტიპის, რაც 7.7 პროცენტით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.2 პროცენტი, 31-50 წლის ასაკის რეზიდენტებმა განახორციელეს, ხოლო ქალებმა 45.7 პროცენტით მეტი ვიზიტი განახორციელეს.
2024 წელს ყველაზე მეტი ვიზიტი, 33.4 პროცენტი, მეგობრებისა და ნათესავების მონახულების მიზნით განხორციელდა. ვიზიტების უმეტესობა განხორციელდა თურქეთში (871.1 ათასი ვიზიტი) და რუსეთის ფედერაციაში (425.3 ათასი ვიზიტი).
2024 წელს ვიზიტების საშუალო ხანგრძლივობამ 7 ღამე შეადგინა, რაც 6.9 პროცენტით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. 98 პროცენტი ვიზიტების განმეორებითი ხასიათის იყო.
2024 წლის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტები საქართველოს მოქალაქეებს საშუალოდ 2.3 მილიარდი ლარი დაუჯდათ, რაც წინა წლის მაჩვენებელს 11.3 პროცენტით აღემატება. ერთ ვიზიტზე გაცემული საშუალო ხარჯი კი 1 007.9 ლარი იყო, რაც 11.2 პროცენტით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები