სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) ზრდამ 6,7% შეადგინა. 2024 წლის საშუალო რეალური ზრდა კი 9,5%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანეს მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი, ვაჭრობა და სხვა დარგები.
„ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორი, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი. დეკემბერში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 6,8%-ით, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი გაზრდილია დაახლოებით 21%-ით. წლიურ ჭრილში როგორც ექსპორტი, ისე იმპორტი გაზრდილია დაახლოებით 8%-ით“, – განაცხადა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.
#გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
QR კოდი
სტატიის ციტირება
შენი სტარტაპი. (2026). საქსტატი: 2024 წლის დეკემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 6,7%-ით გაიზარდა, საშუალო წლიური ზრდა 9,5%-ით განისაზღვრა. 26 მაისი, 2026. https://shenistartup.ge/საქსტატი-2024-წლის-დეკემბერშ/

