წყლის ბრენდი “მთის” საფეხბურთო კლუბ “პარი-სენ-ჟერმენსის” ოფიციალური რეგიონალური პარტნიორი გახდა

0
132

წყლის ბრენდი “მთის” საფეხბურთო კლუბ “პარი-სენ-ჟერმენსის” ოფიციალური რეგიონალური პარტნიორი გახდა, აცხადებს ,,კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“  რომელიც აკავშირებს ქართული წყლის ბრენდ „მთის“ და მსოფლიოში ერთ-ერთ უმაღლეს საფეხბურთო კლუბ „პარი-სენ-ჟერმენს“.

ქართულ კომპანიაში ამბობენ, რომ „პარი-სენ-ჟერმენთან“ კლუბთან რომელიც წარმატების სიმბოლოა, მის ტალანტებთან და კლუბის გულშემატკივრებთან მთელს მსოფლიოში, ძალების გაერთიანებით წყალი “მთის” ცნობადობა გაიზრდება სპორტის და უალკოჰოლო სასმელების მოყვარულებს შორის ევროპელი მასშტაბით.

Coca-Cola Bottlers Georgia-სა და McDonald’s Georgia-ს მფლობელის, თემურ ჭყონიას თქმით, ამ კოლაბორაციიით, მომხმარებელს არა მხოლოდ პრემიალურ სასმელს შესთავაზებენ, არამედ საკუთარ ხედვას და მხარს დაუჭერენ სპორტისა და კულტურის განვითარებას ახალგაზრდებში.

“ჩვენ აღფრთოვანებული ვართ “მთის“ და „პარი-სენ-ჟერმენს“ შორის პარტნიორობის გაფორმებით. ეს კოლაბორაცია ხელს შეუწყობს მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ პრემიალური სასმელი, არამედ გამოკვეთს ჩვენს ხედვას, ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე, მხარი დავუჭიროთ სპორტს, ახალგაზრდების კულტურულ განვითარებას, ინოვაციებს”, – აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

პარტნიორობა, რომელიც ამ ორ უნიკალურ ბრენდს აერთიანებს, გაზრდის „მთის“ ცნობადობას და უზრუნველყოფს ექსკლუზიურ გამოცდილებას, აქტივობებს და მარკეტინგულ კამპანიებს, რომლებიც როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მასშტაბზე გახდება ხელმისაწვდომი.

„ჩვენ დიდი სიამაყით ვესალმებით ჩვენს რეგიონალურ პარტნიორს – წყალი “მთის”! ეს პარტნიორობა ნათელი მაგალითია ჩვენი ერთიანი ხედვის ვიყოთ ინოვაციური და სრულყოფილი, ჩვენს გულშემატკივრებს მთელს მსოფლიოში შევთავაზოთ უნიკალური შესაძლებლობები და გამოვკვეთოთ სპორტში თანამონაწილეობის ახალი კონტურები“ – აღნიშნა საფეხბურთო კლუბ „პარი-სენ-ჟერმენის“ გლობალური პარტნიორობის დირექტორმა, ქალბატონმა ნიკოლა იბეტსონმა.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ხელოვნური ინტელექტი (AI) და ტვინის კოგნიტური დეგრადაციის რისკები

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ