საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ქართული პავილიონი წარმატებით იყო წარმოდგენილი ბერლინში, გერმანიაში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე – FRUIT LOGISTICA 2025-ზე.
საერთაშორისო გამოფენაზე რვა ქართული კომპანია მონაწილეობდა, რომლებიც წარმოადგენდნენ პროდუქციას, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს. ქართულ პავილიონში წარმოდგენილი იყო ლურჯი მოცვის, თხილისა და სანელებლების მწარმოებელი კომპანიების: „აგროლეინის“, „ბლუ ბერდბერიზის“, „გოლდენ ფარმსის“, „ნამიანის“, „აგროველის“, „ქისტოუნაგროს“, „ესერტესა“ და „პაპრიკას“ სტენდები.
გამოფენის გახსნას დაესწრნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნატალია ხარატიშვილი და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანი აბულაძე. ქართულ პავილიონს ასევე სტუმრობდა ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების სამინისტროს გენერალური დირექტორი, ორენ ლავი.
გამოფენაზე ქართული კომპანიების სტენდებმა დაიმსახურა როგორც გამოფენის მონაწილეების, ისე ვიზიტორთა განსაკუთრებული ყურადღება. კომპანიებმა აქტიურად გამართეს შეხვედრები სავაჭრო კავშირების დამყარებისა და პარტნიორობის შესაქმნელად, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს გაფართოებულ საერთაშორისო ბაზარზე ადგილობრივი პროდუქცია წარმატებით წარმოადგინონ.
FRUIT LOGISTICA 2025 არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გავლენიანი გამოფენა, რომელიც აერთიანებს ათასობით კომპანიას და აგრო-კავშირს მსოფლიოს 145 ქვეყნიდან. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 2,700-ზე მეტი კომპანიამ, რომლებიც აჩვენებდნენ ახალ პროდუქტებს, ტექნოლოგიებს და სიახლეებს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები