საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარში საქართველოს ბაზარზე შეინიშნებოდა სხვადასხვა პროდუქტის ფასთა ცვლილება. წლიურმა ინფლაციამ 2% შეადგინა, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა სტაბილურობა, თუმცა ზოგიერთი პროდუქტი მაინც საგრძნობლად გაძვირდა.
იანვარში, 2024 წელთან შედარებით, ფასები 3%-ით გაიზარდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებზე, ხოლო ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასებმა 6.2%-ით მოიმატა. ასევე, გაიზარდა ფასები ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფშიც, რაც 3.8%-ით იყო გამოხატული.
თუმცა, არსებობს ერთი დადებითი ტენდენცია: ინტერნეტის გადასახდელი საფასურის შემცირება 40%-ით და ანტიბიოტიკების ფასები 26%-ით შემცირება, რაც მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანი პოზიტიური ფაქტორია.
2025 წლის იანვარში ყველაზე მეტი ფასის მატება განიცადეს შემდეგ პროდუქტებმა:
- მწვანილი – 88%
- ბადრიჯანი – 75%
- კომბოსტო – 63%
- ნიორი – 36%
- კივი – 35%
- ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი – 28%
- მწვანე ლობიო – 24%
- ბრინჯი – 20%
- პომიდორი – 20%
ფასები შემცირებულია შემდეგ პროდუქტებზე:
- ინტერნეტის გადასახდელი – 40%
- ანტიბიოტიკები – 26%
- ყურძენი – 16%
- საზამთრო – 16%
- კარტოფილი – 15%
- მსხალი -14%
- შპალერი – 14%
- ატამი -12%
- სიმინდის ფქვილი -12%
- სარეცხი მანქანა – 11%
2025 წლის იანვარი საკმაოდ დინამიკური თვე აღმოჩნდა ფასთა ცვლილებების თვალსაზრისით.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები