ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2025“ ქართული პავილიონი იყო წარმოდგენილი

0
94

ტოკიოში, იაპონიაში, გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე „Foodex Japan 2025“, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ექვსმა ქართულმა კომპანიამ მიიღი მონაწილეობა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავრცელებს.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ფანცულაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იაპონიაში, თეიმურაზ ლეჟავა.

გიორგი ფანცულაიამ აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიღება ქართველ მეწარმეებს მნიშვნელოვნად დაეხმარება უფრო მაღალი ხარისხის და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაში, ბაზრების დივერსიფიცირებაში და საექსპორტო შესაძლებლობების ზრდაში.

ქართული პავილიონი მოიცავდა კომპანიის სტენდებს: „აქუა გეოს“, „კულას“, „ჯეო ნატურალსი“, „აგროლეინი“, „აგროლაინი“ და „ჯეოფლაუერსი“. გამოფენაზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციას, რომელიც მოიცავდა ლურჯ მოცვს, კაკალს, თაფლს, წყალს, წვენებს, ჯემებსა და კომპოტებს.

გამოფენამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ქართულმა კომპანიებმა ვიზიტორებისა და მონაწილეების აღიარება დაიმსახურეს. როგორც კომპანიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, გამოფენაში მონაწილეობის შემდეგ კარგი თანამშრომლობის მოლოდინები აქვთ.

„Foodex Japan“ აზიაში ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოფენაა. 2025 წლის გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს 2900 კომპანიამ 70 სხვადასხვა ქვეყნიდან, ხოლო ვიზიტორთა რიცხვმა 70,000-ს გადააჭარბა. „Foodex Japan 2025“ 11-14 მარტს გაიმართა.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  BINANCE-მა MGX-ისგან $2-მილიარდიანი ინვესტიცია მიიღო

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ