კვირა, იანვარი 25, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს თითქმის 30%-ით შემცირდა – საქსტატი

საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2024 წელს თითქმის 30%-ით შემცირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2024 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,333.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 29.9%-ით ნაკლებია 2023 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

საქსტატის მონაცემებით, ინვესტიციების შემცირებას საფუძვლად უდევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი ძირითადი კომპონენტის – სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის შემცირება.

2024 წელს სააქციო კაპიტალის მოცულობამ 483.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 60.1%-ით ნაკლებია. ხოლო რეინვესტიციის მოცულობამ 1,170.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 26.4%-ით ნაკლებია 2023 წლის მონაცემებზე.

სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა 2024 წლის მონაცემებით, 58.2%-ს მიაღწია მთლიან უშუალო უცხოურ ინვესტიციებში. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო 33.6%-ით, მეორეზე – მალტა 13.2%-ით, ხოლო მესამეზე – ნიდერლანდები 11.4%-ით.

2024 წელს ყველაზე დიდი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში განხორციელდა, რომელიც 526.5 მილიონი აშშ დოლარითა და მთლიანი ინვესტიციების 39.5%-ით წამყვან პოზიციაზეა. მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა 170.2 მილიონი აშშ დოლარით (12.8%), ხოლო მესამეზე – უძრავი ქონება 155.3 მილიონი აშშ დოლარით (11.6%).

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

 

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  თბილისში Barcelona-ს ოფიციალური მაღაზია – Barca Store Georgia იხსნება
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები