Galt & Taggart-ის მიერ ჩატარებული „საქართველოს FMCG ბაზრის კვლევის“ თანახმად, საქართველოს FMCG ბაზარი 2025-2028 წლებში წლიურად საშუალოდ 8%-ით გაიზრდება. კვლევა ვარაუდობს, რომ ბაზარი სტაბილურად განვითარდება, რაც ძირითადად მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდით იქნება განპირობებული.
ბრენდული ქსელების შემოსავლები, რომლებიც მაღალ ტემპში განაგრძობს ზრდას, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბაზრის განვითარების პროცესში. Galt & Taggart-ის პროგნოზით, ბრენდული ქსელების შემოსავლების 15%-იანი ზრდა 2025-2028 წლებში, 2021-2024 წლების პერიოდში +23.3%-იანი ზრდის შემდეგ, გამოიწვევს საბაზრო წილის 40.4%-დან 52%-მდე გაზრდას 2028 წლისთვის.
კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ რეგიონში გაფართოების ტემპი მაღალი დარჩება და 2024 წლის შეფასებით, გაფართოებისთვის ყველაზე პერსპექტიული რეგიონები აჭარა და ქვემო ქართლი იქნება. ხოლო თბილისის უბნებიდან საბურთალო, გლდანი და სამგორი იქნება ძირითადად მიზნობრივი ზონები ბრენდული ქსელებისთვის.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები