საქართველოს ბანკის ინიციატივით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ორი ვორქშოფი გაიმართა, რომელიც 4B ფილიალში ჩატარდა. შეხვედრების მთავარი მიზანი იყო ბიზნესების ფინანსური გაფართოების შესაძლებლობებისა და ბიუჯეტის ეფექტური მართვის საკითხებზე მომხსენებლებისგან ინფორმაციის მიწოდება.
ვორქშოფზე განხილულ თემებს შორის იყო სტრატეგიული გადაწყვეტილებების ფინანსური შეფასების მნიშვნელობა, ბიუჯეტის მართვა და საგადასახადო შეთანხმებების დეტალები. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე და გაეზიარებინათ გამოცდილება.
“საქართველოს ბანკისთვის, როგორც ძლიერი ფინანსური ინსტიტუტისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერება და მათი წახალისება პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ მუდმივად ვიკვლევთ მათ საჭიროებებს და სწორედ იმ პროდუქტებს თუ სერვისებს ვთავაზობთ, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ. აღნიშნული ვორქშოფებიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები ახალ შესაძლებლობებს უჩენს ჩვენს პარტნიორებს და ეხმარება, ბიზნესის სწორი მიმართულებით განავითარონ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გაძლიერებისკენ მიმართული ინიციატივების განხორციელებას“, – აცხადებენ საქართველოს ბანკში.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები