საქართველოდან ლიმონათების და გაზიანი სასმელების ექსპორტი 29%-ით გაიზარდა — სად ვყიდით და რა ფასად

0
317

2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტირებული ლიმონათების და შაქრიანი გაზირებული სასმელების საერთო ღირებულება 18 მილიონი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტირებულის რაოდენობამ 17 ათასი ტონა შეადგენდა. ექსპორტი წლიურ დონეზე 29%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ყველაზე დიდი ექსპორტი კვლავ რუსეთში განხორციელდა, სადაც 5.3 მილიონი დოლარის ღირებულების 6 ათასი ტონა გაზირებული სასმელი გავიდა. თუმცა, ამ ბაზარზე ექსპორტი 33.5%-ით შემცირდა. სანაცვლოდ, გაზრდილია ექსპორტი აზერბაიჯანში, სადაც პროდუქციის ექსპორტი 254%-ით გაიზარდა და 4.5 მილიონ დოლარს მიაღწია. ასევე, გაზრდილია ექსპორტი ყაზახეთსა და უზბეკეთში, ხოლო სომხეთში შემცირდა.

2025 წლის იანვარ-თებერვალში ქართული ლიმონათებისა და გაზიანი სასმელების ექსპორტი შემდეგ ქვეყნებში განაწილდა:

  • -რუსეთი – $5.3 მილიონი; 6,000 ტონა; -34% ზრდა/კლება წინა წელთან
  • აზერბაიჯანი – $4.5 მილიონი; 3.56 ათასი ტონა; 254% ზრდა
  • ყაზახეთი – $3.1 მილიონი; 2.88 ათასი ტონა; 198% ზრდა
  • უზბეკეთი – $1.4 მილიონი; 770 ტონა; 178% ზრდა
  • სომხეთი – $1.2 მილიონი; 1.18 ათასი ტონა; -1% შემცირება

რაც შეეხება იმპორტს, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 2.9 მილიონი დოლარის ღირებულების 2.9 ათასი ტონა გაზიანი სასმელები შევიდა. ყველაზე მეტი გაზიანი სასმელი რუსეთიდან შემოვიდა – 0.7 მილიონი დოლარის ღირებულებით, ხოლო პოლონეთიდან 388 ათასი დოლარის და თურქეთიდან 384 ათასი დოლარის ღირებულების სასმელები.

სავარაუდოდ, ამ კატეგორიის პროდუქციის იმპორტში ენერგეტიკული სასმელები ჭარბობს.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenitbilisi #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  თხილის ექსპორტი 37%-ით გაიზარდა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ