ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებირამდენი ადამიანი იღებს 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს? — დასაქმების სტატისტიკა და მიმდინარე...

რამდენი ადამიანი იღებს 600 ლარზე ნაკლებ ხელფასს? — დასაქმების სტატისტიკა და მიმდინარე ტენდენციები

PMC კვლევითი ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის მე-4 კვარტალში საქართველოში დაახლოებით 1 მილიონ ადამიანს ჰქონდა ხელფასი, რაც წლიურად 4%-ით არის გაზრდილი. ამ პერიოდში ყველაზე ბევრი ადამიანი (34%) იღებდა 2400 ლარზე მეტს, რაც ნიშნავს, რომ 341 ათასზე მეტი დასაქმებული შედიოდა ამ კატეგორიაში. რაც შეეხება დასაქმებულების 32%-ს 1200-2399 ლარის კატეგორიაში აქვთ ხელფასი.

თუმცა, 600 ლარზე ნაკლები ხელფასი 14%-ს ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 140 ათასზე მეტი ადამიანი იღებდა ხელფასს, რომელიც არ აღემატებოდა 600 ლარს.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში საშუალო ხელფასი 2024 წლის IV კვარტალში 2,217 ლარამდე გაიზარდა, რაც 8.5%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.

მაღალი ხელფასები აღინიშნება შემდეგი საქმიანობის დარგებში:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია – 4,008.3 ლარი
  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 3,373.5 ლარი
  • მშენებლობა – 3,361.8 ლარი
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 3,259.1 ლარი

საშუალო ხელფასი ასე გამოითვლება: საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს აგროვებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან, რომლებიც ყოველკვარტალურად ან წლიურად აწვდის ინფორმაციას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდზე, რაც მოიცავს როგორც ძირითადი ხელფასის, ისე პრემია-დანამატების თანხებს.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ბიტკოინის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულამდე ავიდა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები