ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიმოწყობილობა, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს სიარულს საშუალებას აძლევს – ტექნოლოგიური მიღწევა ზურგის ტვინის...

მოწყობილობა, რომელიც პარალიზებულ ადამიანებს სიარულს საშუალებას აძლევს – ტექნოლოგიური მიღწევა ზურგის ტვინის დაზიანების წინააღმდეგ

შანხაის ფუდანის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინსტიტუტმა ინოვაციური მოწყობილობა წარმოადგინა რომელიც დაზიანებული ზურგის ტვინის მქონე ადამიანებს საშუალებას მისცემს ქვედა კიდურების კუნთებზე კონტროლის აღდგენაში. ეს  ტექნოლოგია მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამედიცინო ინჟინერიისა და ნერვული სისტემის აღდგენითი მედიცინის სფეროში.

„ჩვენ შევიმუშავეთ ახალი თაობის მოწყობილობა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის ინტერფეისს თავის ტვინსა და ზურგის ტვინს შორის, აქვს მაღალი გამტარობა და დაბალი შეყოვნება“ – ამბობს ჯია ფუმინი, პროექტის წამყვანი მკვლევარი.

ზურგის ტვინი ნერვული სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, ის პასუხისმგებელია კუნთების კონტროლზე. მისი დაზიანება, მაგალითად, უბედური შემთხვევის შედეგად, იწვევს პარალიზებას, რადგან ნერვული სიგნალები ვერ აღწევს ქვედა კიდურებამდე. ზურგის ტვინის სტიმულაციის მოწყობილობა სწორედ ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით შეიქმნა.

ახალი ტექნოლოგია გულისხმობს ელექტროდების იმპლანტაციას როგორც თავის ტვინში, ისე ზურგის ტვინში, რაც ხელს უწყობს კავშირის აღდგენას მათ შორის. მეცნიერების თქმით, მოწყობილობა ამცირებს პარალიზებული პაციენტების დამოკიდებულებას ტრადიციულ მკურნალობაზე, ხოლო მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება სიარულის უნარის ნაწილობრივი აღდგენა.

მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებელია მისი უნარი ზუსტად გაააქტიუროს ზურგის ტვინის ნერვული დაბოლოებები და მონაცვლეობით გაააქტიუროს ქვედა კიდურების კუნთების შესაბამისი ჯგუფები. ამ პროცესის საშუალებით პაციენტი უფრო ბუნებრივად ივლის. სისტემა ადაპტირდება პაციენტის მოძრაობის პარამეტრებთან და კორექტირებას ახდენს ზურგის ტვინის სტიმულაციაზე რეალურ დროში, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შედეგებს.

მეცნიერებმა უკვე დააანონსეს, რომ კლინიკური კვლევები ამ მოწყობილობასთან დაკავშირებით დაიწყება მიმდინარე წლის ბოლოს, ჩინეთის ერთ-ერთ სპეციალიზირებულ კლინიკაში. წარმატებული კვლევების შემთხვევაში, ეს ტექნოლოგია მნიშვნელოვნად შეცვლის ზურგის ტვინით დაზიანებული პაციენტების მკურნალობის მეთოდებს და გახდება კიდევ ერთი ნაბიჯი პარალიზის საწინააღმდეგო ინოვაციებში.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

11 აქტივობა ჰანოიში, ვიეტნამში

22 January, 2025
ნერვული სისტემის დაავადებები

ნერვული სისტემის დაავადებები

იანვარი 22, 2025
გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს – PMCG

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

თელაველი პედაგოგი გლობალური მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი გახდა

22 იანვარი 2025
როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

როდის შეუერთდა ვაკე თბილისს?

იანვარი 22, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

მანდარინის შესახებ რა უნდა ვიცოდეთ

იანვარი 22, 2025
როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

როგორ გავიწმინდოთ სახის კანი სიმინდის ფქვილით

იანვარი 22, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები