მსოფლიოს მასშტაბით მინიმალური ხელფასის მოცულობა განსხვავებულია. როგორც წესი, ეკონომიკურად განვითარებულ, სოციალისტურ სახელმწიფოებში კანონით განსაზღვრული მინიმალური ხელფასის მოცულობა გაცილებით მაღალია, ვიდრე შედარებით ნაკლებად განვითარებულ სახელმწიფოებში.
გლობალურ სტატისტიკას მიხედვით, ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასები ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია.
წარმოგიდგენთ თვეში მინიმალური ხელფასის მოცულობას ევროპის ქვეყნებში:
1. ლუქსემბურგი – €2,571
2. ირლანდია – €2,146
3. ნიდერლანდები – €2,070
4. გერმანია – €2,054
5. ბელგია – €2,030
6. საფრანგეთი – €1,767
7. ესპანეთი – €1,323
8. სლოვენია – €1,254
9. კვიპროსი – €1,000
10. პოლონეთი – €977
11. პორტუგალია – €957
12. მალტა – €925
13. ლიეტუვა – €924
14. საბერძნეთი – €910
15. ხორვატია – €840
16. ესტონეთი – €820
17. ჩეხეთი – €765
18. სლოვაკეთი – €750
19. ლატვია – €700
20. უნგრეთი – €697
21. რუმინეთი – €663
22. ბულგარეთი – €477
ევროკავშირის ყველა წევრ სახელმწიფოში ფიქსირებული მინიმალური ხელფასი არ არის განსაზღვრული, შესაბამისად, ასეთ ქვეყნებს ჩამონათვალში ვერ ნახავთ.
აქვე, გაგაცნობთ თვეში მინიმალური ხელფასის მოცულობას რეგიონის ქვეყნებში. გასათვალისწინებელია, რომ ეროვნულ ვალუტაში განსაზღვრული თანხა კონვერტირებულია ევროს ამჟამინდელ კურსში.
1. თურქეთი – €600
2. აზერბაიჯანი – €226
3. რუსეთი – €219
4. სომხეთი – €182
5. საქართველო – €6.7
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მინიმალური ხელფასის მოცულობა 1990-იანი წლების შემდეგ უცვლელია და ის თვეში 20 ლარს შეადგენს, რაც 6.7 ევროს ეკვივალენტია.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია