ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისოციალური/IT/AI/Online სივრცე/ტურიზმიკლარა ბარტონი და მისი გამოგონება — American Red Cross

კლარა ბარტონი და მისი გამოგონება — American Red Cross

მსოფლიო ისტორიაში მნიშვნელოვანი ცვლილებების წინაპირობაა მრავალი გამოგონება და ინოვაცია. მათგან გამორჩეულია ისეთი ტიპები, რომლებსაც არა მხოლოდ ტექნოლოგიური წინსვლა ჰქონდათ, არამედ შემოიტანეს სისტემური ცვლილებები. ამ პროცესმა ადამიანების სიცოცხლე და კეთილდღეობა სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანა. ასეთი გამომგონებლებიდან გამორჩეულია კლარა ბარტონი. მან სამედიცინო დახმარების დამოუკიდებელი სისტემა შექმნა, რომელიც მსოფლიოში დღეს ერთერთ ყველაზე გავლენიან და ეფექტურ ორგანიზაციადაა აღიარებული.

კლარა დაიბადა 1821 წელს ამერიკაში და მთელი თავისი სიცოცხლე სიურპრიზებითა და მდიდარი ცხოვრებისეული გამოცდილებით იყო სავსე. თავდაპირველად იგი მუშაობდა მასწავლებლად, თუმცა, როდესაც სამოქალაქო ომის დროს დაინახა, თუ რამდენი ადამიანი იწირებოდა ველურ პირობებში სათანადო სამედიცინო დახმარების არქონის მიზეზით, მის გონებაში ერთგვარი გარდატეხა მოხდა. მან გადაწყვიტა გამოეგონებინა ისეთი სისტემა, რომელიც დაშავებულ ადამიანებს გაუწევდა დახმარებას და გადაარჩენდა მათ სიცოცხლეს.

1861 წელს, როდესაც ამერიკული სამოქალაქო ომი მძვინვარებდა, კლარა ბარტონმა გააცნობიერა, რომ სამედიცინო დახმარების მიწოდება იყო გაუმართავი. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მასთან ერთად მუშაობდნენ სხვა აქტივისტებიც. სწორედ ასე შეიქმნა ამერიკული წითელი ჯვარი, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს და მნიშვნელოვნად არის გაფართოებული მთელს მსოფლიოში.

ამ ორგანიზაციის შექმნის მიზანი, როგორც კლარა აღნიშნავს, იყო ის, რომ შესაძლებელი ყოფილიყო, დახმარებოდნენ მშვიდობიან მოსახლეობასიცოცხლის გადარჩენაში. მის მიერ შექმნილი სისტემა ხასიათდებოდა არა მხოლოდ სამედიცინო დახმარებით, არამედ სოციალურითაც მან შეძლო საზოგადოებრივი სოლიდარობის გაძლიერება. აღნიშნული სისტემა გულისხმობდა არა მხოლოდ ნატურალური რესურსების შეგროვებას, არამედ მათი ეფექტური და ორგანიზებული გამოყენების აუცილებლობას.

დღესდღეობით კლარა ბარტონის მიერ დაარსებული ორგანიზაცია American Red Cross (ამერიკული წითელიჯვარი) მთელს მსოფლიოში ერთერთი ყველაზედიდი ჰუმანიტარული ორგანიზაციაა. ისმონაწილეობს კრიზისულ სიტუაციებში, ბუნებრივიკატასტროფების, ომებისა და სხვა საგანგებოშემთხვევების დროს, როცა ადამიანებს სჭირდებათპირველადი დახმარება. თუმცა, ეს მხოლოდ ამით არშემოიფარგლება. ბარტონის მიერ შექმნილიორგანიზაცია ასევე უზრუნველყოფს საკვებს, ტანსაცმელს, სისხლის დონაციას, ფონდების შეგროვებასა და გამოცდილი ექსპერტების სწრაფ რეაგირებას. აღსანიშნავია ისიც, რომ კლარაბარტონის იდეებმა განავითარეს საერთაშორისოჰუმანიტარული კანონმდებლობა, მსოფლიოშიმრავალი ქვეყნის ჯარისა და სამედიცინოდაწესებულებების სტანდარტები, რომლებიც იცავენადამიანის უფლებებს.

READ  Meta-ს 2024 წლის რეკორდული მოგება — $164 მილიარდის შემოსავალი დააფიქსირა

ბარტონის მემკვიდრეობა ისეთივე მნიშვნელოვანგავლენას ახდენს დღეს საზოგადოების ყოველდღიურობაზე, როგორიც ეს მის სიცოცხლეშიხდებოდა. კლარას იდეები კვლავაც იქცევაშთაგონების წყაროდ უამრავი ადამიანისთვის.

 

-ანა ბილანიშვილი

 

წყაროები:

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები