ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიისტორიაში პირველად, NASDAQ-მა 20,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა

ისტორიაში პირველად, NASDAQ-მა 20,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა

NASDAQ-ის კომპოზიტურმა ინდექსმა, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთი მთავარი საფონდო ინდექსია, ისტორიული რეკორდი დააფიქსირა და 20,000-იან ნიშნულს გადააჭარბა. ეს მოხდა, რადგან ტექნოლოგიური კომპანიების, როგორებიცაა Tesla, Apple, Microsoft და NVIDIA, საბაზრო შეფასება სწრაფად გაიზარდა. ამერიკაში ინფლაციის დადებითი სტატისტიკა და რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინმა ხელი შეუწყო ბაზრის ზრდას, რაც განსაკუთრებით NASDAQ-ის ტექნოლოგიური სექტორის კომპანიების აქციებზე აისახა.

NASDAQ-ის ინდექსი, რომელიც ძირითადად ტექნოლოგიურ კომპანიებს მოიცავს, 2020 წლის შემდეგ გაორმაგდა, რაც პანდემიის შემდეგ ეკონომიკის აღდგენის და AI-ის, განსაკუთრებით ChatGPT-ის, ბუმის შედეგია. 2022 წლის შემდეგ ტექნოლოგიური სექტორი მკვეთრად გაიზარდა, ხოლო 2020 წლის შემდეგ NASDAQ-ის კომპოზიტური ინდექსი ყოველწლიურად საშუალოდ 19%-ით გაიზარდა, რაც სიურპრიზი აღმოჩნდა ბენჩმარკული S&P 500-ის შედარებით.

NASDAQ-ის ბირჟაზე 3,000-მდე კომპანიაა დალისტული, მათ შორის გიგანტები, როგორიცაა Apple, Amazon, Meta და სხვა. NASDAQ-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $46.7 მილიარდს აღემატება, რაც ამ პლატფორმის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  გლობალური ხარვეზის გამო Meta-ს აპლიკაციები: Facebook, Instagram, WhatsApp, Threads შეფერხებით მუშაობს
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები