2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით საქართველოს თხილის ექსპორტი 37%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში ექსპორტირებული თხილის რაოდენობამ 12.2 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო მისი ღირებულება 73.3 მილიონი აშშ დოლარი იყო. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თხილის ექსპორტი გაიზარდა როგორც რაოდენობრივად (1.7 ათასი ტონით, ანუ 17%-ით), ისე ფინანსურად (19.7 მილიონი აშშ დოლარით, ანუ 37%-ით).
ამ პერიოდში, თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 17%-ით გაიზარდა და ერთ კილოგრამზე 6.01 აშშ დოლარი შეადგინა. ეს ზრდა მეტწილად საერთაშორისო ბაზარზე თხილის მოთხოვნისა და ქართული პროდუქტის მაღალი ხარისხის შედეგად მოხდა. ექსპორტირებული თხილის მთავარი ბაზრები ევროკავშირის ქვეყნებია, სადაც ქართული თხილი დიდი მოთხოვნით სარგებლობს.
საქართველოს თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებში ხორციელდება, მათ შორის იტალიაში, გერმანიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში და ლიეტუვაში. თუმცა, გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა ისეთ ქვეყნების ბაზრებზეც, როგორიცაა სომხეთი, ჩინეთი, თურქეთი, ისრაელი, რუსეთი და უკრაინა.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები