თებერვალში თბილისში ბინების გაყიდვები 8.9%-ით შემცირდა. დედაქალაქში ამ პერიოდში სულ 3,205 ბინა გაიყიდა, რომელთა საერთო ღირებულება 234 მილიონი დოლარი იყო. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ზომა წლიურად 0.6%-ით, შემცირდა.
Colliers Georgia-ს განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისის ახალ პროექტებში ტრანზაქციების 2%-იანი კლება დაფიქსირდა.
„გასათვალისწინებელია, რომ ახალ კორპუსებში პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილს დეველოპერები გვიან არეგისტრირებენ, რაც ართულებს პირველადი ბაზრის ზუსტი სურათის აღქმას. ძველ პროექტებში ნარჩუნდება კლების ტენდენცია – 2024 წლის თებერვალთან შედარებით მაჩვენებელი 27.2%-ით არის შემცირებული“, – აღნიშნულია განახლებაში.
რაც შეეხება ფასებს, 2025 წლის თებერვალში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით 12.6%-ით გაიზარდა, ხოლო გარეუბანსა და ქალაქის ცენტრში ზრდამ შესაბამისად 6.2% და 5.9% შეადგინა.
თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის თებერვალთან შედარებით ფართო ცენტრში 20.4%-ით გაიზარდა, ხოლო ქალაქის ცენტრში 7.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა. გარეუბანში ფასებმა 10.3%-ით მოიმატა.
„ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნა ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის თებერვალში ერთბაშად ორი მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები დარეგისტრირდა, რამაც საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება გამოიწვია. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 3.9%-ით გაიზარდა“, – განმარტავენ მიმოხილვის ავტორები.
თბილისში ბინების ბაზარზე ფასების ცვლილებებთან ერთად, ტრანზაქციების რაოდენობაც შემცირდა, რაც სავარაუდოდ დაკავშირებულია საერთო ეკონომიკურ მდგომარეობასთან და ბაზრის დინამიკასთან.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
მასალის გამოყენების პირობები