მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოში, 26 ნოემბერს „ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება. 2019 წელს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში (IOC) გაერთიანდა, რომელიც 48 ქვეყნის ზეთისხილის მწარმოებელს აერთიანებს და მსოფლიო ბაზრის 97%-ს მოიცავს. სწორედ ამ პერიოდში, გიორგი სვანიძის ინიციატივით, საქართველოში დაარსდა „ზეთისხილის მსოფლიო დღე“.
გიორგი სვანიძე, „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელი და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, აცხადებს, რომ საქართველოში უფრო მეტ ზეთისხილის ბაღებს აშენებენ. 2009 წლიდან დღემდე ქვეყანაში რამდენიმე მილიონი ზეთისხილის ხე დაირგა, ხოლო ფერმერებმა და ბიზნესმენებმა დაიწყეს მიწის რესურსების ათვისება, რაც ოჯახებსა და ეკონომიკას მნიშვნელოვანი დოვლათის მოუტანს.
„ჩვენი პროდუქცია წლის ბოლოს 50%-ით ჩანაცვლებს იმპორტირებულ ზეთისხილის ზეთს. ეს უკვე დიდი ეკონომიკური მომგებიანობაა როგორც ფერმერებისთვის, ისე ქვეყნისთვის,“ – აცხადებს სვანიძე. მისი თქმით, ქართული ზეთისხილი მსოფლიოში აღიარებულია როგორც უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და ყოველთვის პირველ ხუთეულში შედის.
„ქართული ზეთისხილის“ საწარმო დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე და წარმატებული პროექტია საქართველოში. 2023 წელს საწარმოს გადამუშავების სიმძლავრე დღიურად 60-80 ტონამდე გაიზარდა, ხოლო 2024 წლის აგვისტოდან ახალი საწარმოს დამატებით, რომლის წარმადობა დღიურად 200 ტონა იქნება, ასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის.
სვანიძის მიზანი ქართული ზეთისხილის ასორტიმენტის გაფართოება და პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანაა, რათა საქართველო გახდეს მსოფლიოში პრემიუმ ხარისხის ზეთისხილის ზეთის მწარმოებელი ქვეყანა.
#drpkhakadze #davidiani #shenistartup
მასალის გამოყენების პირობები