ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიარაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერი EMAAR საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას გეგმავს

არაბთა გაერთიანებული საამიროების დეველოპერი EMAAR საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას გეგმავს

არაბთა გაერთიანებული საემიროების უმსხვილესი დეველოპერული კომპანია, EMAAR საქართველოში მრავალმილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ოფიციალური ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.

ვიზიტის ფარგლებში დაანონსდა, რომ EMAAR-თან ქართულ სამთავრობო დელეგაციის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა.

Emaar Properties (Emaar) არაბეთის გაერთიანებული საემიროების უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიაა. მის ორ უმსხვილეს აქციონერს დუბაის მმართველი, მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმი და საემიროების კეთილდღეობის სუვერენული ფონდი, Investment Corporation of Dubai წარმოადგენს.

Emaar საჯარო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც დუბაის ფინანსურ ბაზარზე არის კოტირებული და 2023 წლის აგვისტოს მდგომარეობით 16.8 მლრდ დოლარად იყო შეფასებული. Emaar-მა დუბაის თანამედროვე იერსახის ჩამოყალიბებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა და საერთაშორისო დონეზე თავისი პოზიცია გააფართოვა.

Emaar Properties Dubai არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერია თავისი სხვადასხვა მასშტაბური პროექტებით, როგორიც არის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის, “ბურჯ ხალიფას” (Burj Khalifa) მშენებლობა.

ამჟამად 48,3 მლრდ დოლარის სუფთა აქტივების ღირებულებით Emaar Properties უძრავი ქონების მსოფლიო დეველოპერებს შორის ყველაზე პრესტიჟული და ღირებული კომპანიაა.

საქართველოს მთავრობის მეთაურის შეფასებით, მსგავსი მასშტაბის ინვესტიცია ქვეყანაში დეველოპერული სექტორის განვითარებას თვისებრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

 

“დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში, ეს არის 6 მლრდ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში განახორციელებს საინვესტიციო მიმართულებით განსაკუთრებული გამოცდილების მქონე კომპანია – ცნობილი EMAAR-ჯგუფი. განხორციელდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, კიდევ უფრო დააჩქარებს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს ყველაფერი კიდევ უფრო მეტად მოიზიდავს სხვა ინვესტორებს ჩვენს ქვეყანაში.

მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას და EMAAR-ჯგუფს, მის ხელმძღვანელს ბატონ ალაბარს, ყველას განსაკუთრებული მადლობა თანამშრომლობისთვის და დღევანდელი შეთანხმებისთვის, რასაც ექნება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

READ  საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი უცვლელად, Ba2 დონეზე დატოვა

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

 

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები