ხუთშაბათი, მაისი 21, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებირეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის 2 მილიონამდე ლარის ჯარიმა გამოიწერა — აუდიტის...

რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის 2 მილიონამდე ლარის ჯარიმა გამოიწერა — აუდიტის ანგარიში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველოში რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალია. ეს ფაქტი 2022-2023 წლებში, საერთო ჯამში, 67%-ს შეადგენს და გამოიწვია 1,822,100 ლარის ოდენობის ჯარიმის დაწესება.

აუდიტის მიხედვით, ქვეყანაში განხორციელდა 1,875 კონტროლის ღონისძიება, რომელთა 98%-ში (1,747 შემთხვევა) გამოვლინდა რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემის ფაქტები. როგორც აღმოჩნდა, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესების დარღვევამ ჯარიმის დაკისრება გამოიწვია, რაც კანონით მკაცრად რეგულირდება.

რეგულირების სააგენტოს განმარტებით, შეზღუდული რესურსების გამო შეუძლებელია ყველა სამედიცინო დაწესებულების შემოწმება ელექტრონული რეცეპტების სისტემის ფარგლებში. გარდა ამისა, არ არის შემუშავებული საკმარისი მექანიზმები, თუ როგორ მოხდება სამედიცინო დაწესებულებების და პერსონალის შემოწმება და რეცეპტების სისტემის ვადების დაცვა.

აუდიტი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბალია როგორც პროფესიულად აქტიური სამედიცინო პერსონალის, ისე სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობის მაჩვენებელი ელექტრონულ სისტემებში. ამას ემატება, რომ EHR სისტემაში არ არის ჩართული პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო პერსონალი, რაც დიდ გავლენას ახდენს პაციენტების სრულფასოვან მკურნალობაზე.

დოკუმენტის მიხედვით, 2023 წლისათვის, EHR სისტემაში არ განხორციელებულა ზედამხედველობის ღონისძიებები, რაც ხელს უშლის სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას და უწყობს ხელს ინფორმაციის სისრულის რისკებს.

რეკომენდაციები სამინისტროს და რეგულირების სააგენტოს:

ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში ჩართული მომხმარებლებისათვის მუდმივად განახლებად და სრულ მონაცემებზე წვდომის მიზნით შემუშავდეს ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც გაზდის ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობას, რითაც გააუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციის დროულად და სრულად ასახვის მაჩვენებელს.

რეკომენდაცია რეგულირების სააგენტოს:

ელექტრონული რეცეპტის სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, შემუშავდეს ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც შეამცირებს რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შესაძლებლობას.

 

ინფორმაციისთვის: 2016 წლიდან დაიწყო ელექტრონული რეცეპტების (E-prescription) დანერგვა, ხოლო 2019 წლიდან − ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემისა (EHR). ამჟამად, ყველა სტაციონარული/ამბულატორიული დაწესებულება ვალდებულია პაციენტის ვიზიტის სამედიცინო შემთხვევის შესახებ ასახოს ინფორმაცია სისტემაში და ასევე ყველა დანიშნული, რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტი გამოწეროს ელექტრონული რეცეპტით. თავის მხრივ, ყველა აფთიაქი ვალდებულია ამ უკანასნელი ტიპის ფარმაცევტული პროდუქტი გასცეს მხოლოდ ელექტრონული რეცეპტის საფუძველზე.

 

READ  Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.