ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისოციალური/IT/AI/Online სივრცე/ტურიზმიავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების მოხმარება აიკრძალა

ავსტრალიაში 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალური ქსელების მოხმარება აიკრძალა

ავსტრალიის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც 16 წლამდე მოქალაქეებისთვის სოციალური ქსელების მოხმარებას კრძალავს. მიზანი ბავშვების მენტალური ჯანმრთელობის დაცვაა, რადგან სოციალურმა მედიამ შეიძლება მათზე უარყოფითად იმოქმედოს. ახალი რეგულაცია მიმართულია ძირითადად პოპულარულ პლატფორმებზე, როგორიცაა Facebook, Instagram, TikTok და Snapchat.

კანონპროექტს ამჟამად კრიტიკას უყენებენ ტექნოლოგიური კომპანიები, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მომხმარებელთა ასაკის სწორი გადამოწმება და რეგულაციის ეფექტური აღსრულება პრობლემატურია. კომპანიებს 12 თვე აქვთ იმისთვის, რომ შექმნან საჭირო პროტოკოლები და 16 წლამდე ასაკის მომხმარებლები არ დაარეგისტრირონ.

აუცილებელი ცვლილებების არ განხორციელების შემთხვევაში კომპანიები $32 მილიონი დოლარით დაჯარიმდებიან. გამონაკლისი არიან საგანმანათლებლო პლატფორმები, როგორიცაა YouTube და WhatsApp, რომლებიც ამ რეგულაციაში არ შედიან. საინტერესოა, რომ ავსტრალიის მოქალაქეთა 77% მხარს უჭერს ამ კანონპროექტს, რაც მსგავს მიდგომებზე მსჯელობებს უწყობს სხვა ქვეყნებში, როგორიცაა ნორვეგია და ფლორიდა.

მსგავსი შეზღუდვები უკვე არის ჩინეთში, სადაც ბავშვებს ინტერნეტის გამოყენება საათობრივად შეზღუდული აქვთ.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  Lenovo-მ მზის ენერგიაზე მომუშავე ლეპტოპი წარადგინა — Yoga Solar PC Concept
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები