ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიStartup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

Startup Investment Forum ZUGDIDI — ინვესტორები და სტარტაპები ერთ სივრცეში

6-8 დეკემბერს, ზუგდიდში პირველად გაიმართება Startup Investment Forum ZUGDIDI, რომელიც საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) და აქსელის – საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელის ორგანიზებით გაიმართება. ღონისძიება ზუგდიდის ტექნოპარკის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას.

ფორუმის პროგრამა სამდღიანი იქნება და შეკრებს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს, მათ შორის, ინვესტორებს, ტექნოლოგიური სტარტაპების დამფუძნებლებს, მეწარმეებს და პოტენციურ ინვესტორებს. 7 დეკემბერს, ფორუმის მთავარი ნაწილი გაიმართება ზუგდიდში, ნიკოსეულ სასახლეში, სადაც სტარტაპების სიტყვით გამოსვლა, პანელური დისკუსიები და პარტნიორების პრეზენტაციები გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში, აქსელი დააორგანიზებს ვიზიტებს კანიონზე, ასევე, სპეციალურ ვახშამს, სადაც მონაწილეები შეძლებენ ღირებული კონტაქტების დამყარებას. ფორუმს მხარს უჭერენ ტექნოპარკი ზუგდიდი, ზუგდიდის მერია, Socar Georgia, GEC Consulting, Kudos Georgia და სხვა ორგანიზაციები.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ვის უწევს ქონების გადასახადი და რამდენია ჯარიმა გადაუხდელობის შემთხვევაში
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები