ოთხშაბათი, ივლისი 9, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგიMeta-ს 2024 წლის რეკორდული მოგება — $164 მილიარდის შემოსავალი დააფიქსირა

Meta-ს 2024 წლის რეკორდული მოგება — $164 მილიარდის შემოსავალი დააფიქსირა

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Meta-მ2024 წელი ახალ რეკორდით — არნახული ფინანსური შედეგით დახურა. კომპანიის ჯამურმა შემოსავალმა გასულ წელს $164 მილიარდს მიაღწია, რაც 22%-ით აღემატება 2023 წლის მაჩვენებელს.

2024 წლის განმავლობაში Meta-ს წმინდა მოგებამ კოლოსალური $62 მილიარდი შეადგინა, რაც 59%-ით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე, რავ ნიშნავს, იმას რომ კომპანიის ფინანსური შედეგები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და სპეციალისტების და ინვესტორების ყურადღებას იპყრობს. Meta-ს ისტორიაში ეს ყველაზე დიდი მოგებაა.

2024 წლის IV კვარტალში Meta-მ $48 მილიარდის შემოსავალი და $21 მილიარდის წმინდა მოგება დააფიქსირა, რაც 49%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის შედეგები არა მხოლოდ ყოველწლიურად, არამედ კვარტლობითაც პოზიტიური ტენდენციის შერჩევით გამოირჩევა.

Meta-ს ფინანსური შედეგები მეტისმეტად კარგად აისახა კომპანიის საბაზრო შეფასებაზე. მისი აქციების ღირებულება ერთ წელიწადში 70%-ით გაიზარდა. ამასთან, Meta-ს კაპიტალიზაცია $1.7 ტრილიონს აჭარბებს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ტექნოლოგიური გიგანტის ძალაუფლებას და ბაზარზე მისი გავლენის მაღალ დონეს.

2024 წლის შედეგები არ არის მხოლოდ შემთხვევითი – ისინი წლების განმავლობაში განვითარებული სტრატეგიული ინვესტიციებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების შედეგია. Facebook-ისა და Instagram-ის პლატფორმების მძლავრი ზრდის გარდა, Meta აქტიურად ინვესტირებს ახალი პროდუქტებისა და სერვისების განვითარებაში, რაც კომპანიის მომავალი წარმატების საფუძველი ხდება.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani#shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  Gepherrini იაპონიის ბაზარზე – ქართული მოდის წარმატება
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები