ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებიGoogle ფინეთში ახალი მონაცემთა ცენტრებისთვის 1,4 ათას ჰექტარ მიწას ყიდულობს

Google ფინეთში ახალი მონაცემთა ცენტრებისთვის 1,4 ათას ჰექტარ მიწას ყიდულობს

ფინეთის მთავრობამ დადასტურა, რომ Google 1,4 ათას ჰექტარ მიწის ნაკვეთს იყიდის მუჰოსისა და კაიაანის მუნიციპალიტეტებში, საერთო თანხა 27 მილიონ ევროზე მეტია. ეს მიწები სავარაუდოდ გამოიყენება Google-ის მონაცემთა ცენტრების გაფართოებისთვის, რომლებიც ფინეთში 2011 წლიდან ფუნქციონირებს.

ფინეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ Google-ის ინვესტიცია დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით მომსახურების სექტორში და საბინაო ბაზარზე. პრემიერ-მინისტრი პეტერი ორპომ დასძენს, რომ ეს გარიგება სხვა საერთაშორისო ინვესტორებს სიგნალს უგზავნის, რომ ფინეთი მიმზიდველი ადგილია ინვესტიციებისათვის.

 

#drpkhakadze #davidiani #shenistartup

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  Trello - ყველაზე პოპულარული პროექტის მართვის ინსტრუმენტი მცირე ბიზნესებისთვის
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები