Cybernews-ის ინფორმაციით, გერმანულმა ღრუბლოვანმა სერვისის პროვაიდერმა (Cloud Service Priveder) შემთხვევით საჯაროდ გაავრცელა საქართველოს მილიონობით მოქალაქის პერსონალური მონაცემები.
როგორც ცნობილია, ფაქტი, რომ მონაცემები გაჟონილი იყო, კიბერუსაფრთხოების მკვლევარმა, ბობ დიაჩენკომ და Cybernews-ის გუნდმა აღმოაჩინეს.
გერმანულმა სერვისის პროვაიდერმა, რომელიც მონაცემთა შენახვისა და გადამუშავების სერვისებს სთავაზობს, შემთხვევით გახსნა ორ ცალკეულ ინდექსში საქართველოს მოქალაქეების დიდი რაოდენობის პირადი ინფორმაცია. პირველი ინდექსი მოიცავდა დაახლოებით 5 მილიონ მოქალაქეს, ხოლო მეორე – 7 მილიონზე მეტ სატელეფონო ნომერსა და დაკავშირებულ პერსონალურ მონაცემებს.
გაჟონილი მონაცემები მოიცავდა შემდეგ ინფორმაციას:
- პირადი ნომერი
- სრული სახელი და გვარი
- დაბადების თარიღი
- გენდერი
- სერტიფიკატის მსგავსი ნომერი (რომელიც შესაძლოა დაზღვევასთან იყოს დაკავშირებული)
- ტელეფონის ნომერი
როგორც Cybernews და ბობ დიაჩენკო აღნიშნავენ, მონაცემები შესაძლოა მოიცავდეს დუბლიკატებს ან გარდაცვლილ ადამიანებზე არსებული ჩანაწერებს, რადგან საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 4 მილიონს შეადგენს.
ბობ დიაჩენკო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მონაცემები შეგროვებული იყო სხვადასხვა წყაროებიდან, რაც შესაძლოა მოიცავდეს სახელმწიფო თუ კერძო სექტორის მონაცემთა ბაზებს. მან ასევე განაცხადა, რომ მონაცემების გაჟონვა დაფიქსირდა და მალევე, როგორც კი პრობლემა აღმოაჩინეს, სერვერის საჯარო წვდომა შეზღუდეს.
“როგორც ჩანს, ეს მონაცემები შეგროვებულია სხვადასხვა წყაროდან, პოტენციურად სამთავრობო ან კომერციული მონაცემთა ბაზებიდან”, – ამბობს დიაჩენკო.
პერსონალური მონაცემების გაჟონვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან ის ქმნის სხვადასხვა სახის კიბერშემთხვევის საფრთხეს. მაგალითად, მსგავსი მონაცემების ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს პირზე შეტევები, ნამდვილი პირის სახელით გადატანილი ფულადი ტრანზაქციები ან ფიშინგის შეტევები.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია