ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგითბილისის მეტროს ვაგონების განახლება იგეგმება - ჯამური ღირებულება 205 მილიონი ევროა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლება იგეგმება – ჯამური ღირებულება 205 მილიონი ევროა

თბილისის მეტროს ვაგონების განახლება იგეგმება. დედაქალაქის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის მიხედვით, ამ მიმართულებაზე 2026 წელს 100 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული.

პროექტის ფარგლებში იგეგმება 111 მეტროს ვაგონის ჩანაცვლება, ჯამში საუბარია 25 ერთეულ მატარებელზე, საიდანაც 14 ოთხვაგონიანი და 11 ხუთვაგონიანი იქნება.

„მეტროს პირველ ხაზს მოემსახურება 5 ვაგონიანი მატარებელი რაც, მგზავრთა მომსახურებას გაზრდის 25%; შემცირდება ვიბრაციის და ხმაურის დონე, რაც შესაბამისობაში მოვა ევროპულ სტანდარტთან; შემცირდება ენერგო მოხმარება; ვაგონები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, განსაკუთრებით ეტლით მოსარგებლეები თვითონ შეძლებენ ვაგონში უსაფრთხოდ შესვლას და მგზავრობას; ახალი მეტროს ვაგონები აღჭურვილი იქნება ჰაერის კონდიცირების სისტემით, რომელიც ევროპული სტანდარტების მიხედვით უზრუნველყოფს შიდა ტემპერატურის სრულ კონტროლს“, – აღნიშნულია ბიუჯეტის პირველად ვერსიაში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) სესხით ხორციელდება. კერძოდ, პროექტში სესხის მოცულობა 125 მლნ ევროა, ჯამში მეტროს მოდერნიზაცია კი 205 მილიონი ევრო ჯდება.

2026 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსიის თანახმად, პროექტი 2025-2030 წლებზეა გათვლილი.

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,1%-ით გაიზარდა — საქსტატი
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები