თეა ლეთოდიანი არის მედიაჰოლდინგ „შენის“ მარკეტინგის მენეჯერი, რომელსაც 15-წლიანი გამოცდილება აქვს სხვადასხვა კომერციულ კომპანიაში. იგი წარმატებით აკავშირებს პროფესიონალიზმს, კრეატიულ მიდგომას და ლიდერულ უნარებს.
თეას განსაკუთრებული ხედვა და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება საშუალებას აძლევს, ეფექტურად მართოს პროექტები, აიღოს ინიციატივა და შექმნას შედეგზე ორიენტირებული სტრატეგიები. მისთვის მარკეტინგი მხოლოდ პროფესია კი არა — შემოქმედება და ადამიანებთან ემოციური კავშირია.
იგი მუდმივად ეძებს სიახლეებს, სწავლობს ახალ მიდგომებს და არ უშინდება გამოწვევებს. სწორედ ამ თვისებების წყალობით თეა ლეთოდიანი წარმატებით აერთიანებს ქართულ დიასპორას, სთავაზობს მათ ახალ შესაძლებლობებს და მტკიცედ მიიწევს წინ ბიზნესის განვითარებაში.
„ვფიქრობ, რომ სწორ ადგილას და სწორ ადამიანებთან მოვხვდი,“ — ამბობს თეა. — „მჯერა, რომ შრომით, გულწრფელობითა და მიზანდასახულობით შეუძლებელია, წარმატებას ვერ მიაღწიო.“
📩 tealetodiani@gmail.com


