პარასკევი, მაისი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეებისაქსტატი - მე-3კვარტალში საქართველოში 3 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

საქსტატი – მე-3კვარტალში საქართველოში 3 მილიონი ვიზიტორი შემოვიდა

მათივე ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი – 40.7 პროცენტი, 31-50 წლის მოგზაურების მიერ განხორციელდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული 3 მლნ შემოსვლიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.5 მილიონი შეადგინა, რაც 6.8 პროცენტით მეტია 2024 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„2025 წლის მე-3 კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 2.2 მილიონს მიაღწია, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 2 მილიონი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

საერთაშორისო ვიზიტორების 80.8 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 15.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 3.8 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.

2025 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 567.1 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 26.1 პროცენტს შეადგენდა. მეორე ადგილზე იყო თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 11.8%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (664.6 ათასი), თურქეთისა (430.0 ათასი) და სომხეთის (329.3 ათასი) მოქალაქეების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა (45.4 პროცენტი) მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ქალების რაოდენობა კი ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის 48.2 პროცენტს შეადგენდა.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 1 306 300 და 1 274 400 ვიზიტი.

2025 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.3 ღამე შეადგინა, რაც 2024 წლის კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.2 ღამე) 2.1 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 73.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2025 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 6.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 8.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2024 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით 1.7 პროცენტით გაიზარდა და 2 467.5 ლარი შეადგინა,“ – ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.

READ  სამტრედია-ზუგდიდის მიმართულებით 75 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა იგეგმება - დეტალები
author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.