ხუთშაბათი, იანვარი 1, 2026
- Advertisement -
Google search engine
მთავარისამოსი/აქსესუარი/თეთრეულიერთ კვირაში საქართველოში ოქროს და ვერცხლის ფასმა 4%-ზე მეტით მოიმატა - რა...

ერთ კვირაში საქართველოში ოქროს და ვერცხლის ფასმა 4%-ზე მეტით მოიმატა – რა ღირს ერთი გრამი

ოქროს და ვერცხლის ფასი მსოფლიო ბაზრებზე ახალ რეკორდებს ამყარებს. თბილისის დროით 14:00 საათისთვის ერთი უნცია ოქრო 4 198 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიან ჭრილში 12.43%-ით გაძვირებული მაჩვენებელია. ამასთან, ამ დროისთვის 52.66 დოლარად ივაჭრება ერთი უნცია ვერცხლი, ეს კი ერთთვიან პერიოდში 21.92%-ით გაზრდილი ფასია.

ძვირფასი ლითონი ძვირდება საქართველოშიც. მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ფასები 4%-ზე მეტადაა მომატებული. უფრო კონკრეტულად, ბოლო მონაცემებით, ოქროს ბირჟაზე 1 გრამი 999 სინჯის ოქროს გასაყიდი ფასი 370 ლარის ფარგლებში მერყეობს, (ერთი კვირის წინ – 357.44 ლარი ღირდა); 750-სინჯიანი ოქროს ღირებულება 277.84 ლარია (ერთი კვირის წინ – 268.11 ლარი ); ხოლო 585 სინჯის ოქროს 216.71 ლარად იყიდი (ერთი კვირის წინ – 209.12 ლარი).

გაძვირებულია ვერცხლიც. თუ ერთი კვირის წინ 925 სინჯის ერთი გრამი ვერცხლი 4.11 ლარი ღირდა, დღეს მისი ფასი 4.72 ლარია, 800 სინჯის ოქრო კი 3.55 ლარიდან 3.77 ლარამდეა გაძვირებული.

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  რეცეპტს დაქვემდებარებული წამლების ურეცეპტოდ გაცემისთვის 2 მილიონამდე ლარის ჯარიმა გამოიწერა — აუდიტის ანგარიში
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები