ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარიბლოგი3 თვეში საქართველოში ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები 822 პირი დააბრუნეს - რომელი ქვეყნები...

3 თვეში საქართველოში ევროკავშირიდან უნებართვოდ მცხოვრები 822 პირი დააბრუნეს – რომელი ქვეყნები ლიდერობენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში რეადმისიის სულ 825 განცხადება განიხილეს, საიდანაც უარი მხოლოდ 3-ზე გაიცა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 482 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (81); ირლანდია (64), შვეიცარია (39); პოლონეთი (32); იტალია (25); დიდი ბრიტანეთი (12) და ა.შ.

ჯამში, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ევროკავშირის ქვეყნებიდან 2 673 უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააბრუნეს, აქედან პირველ კვარტალში 1 143, მეორე კვარტალში კი 708.

რაც შეეხება 2024 წლის სრულ სტატისტიკას, შარშან რეადმისიას საქართველოს 4 171 მოქალაქე დაექვემდებარა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს, საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო აანაზღაურებს.

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ისტორიაში პირველად, NASDAQ-მა 20,000-იან მაჩვენებელს გადააჭარბა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები