ხუთშაბათი, ნოემბერი 13, 2025
- Advertisement -
Google search engine
მთავარისიახლეები„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

„ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“ – რეგიონული ტურნე BCAGC-ის ინიციატივით

საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბის რეგიონული ტურნე, „ექსპორტი გალფის ქვეყნებში: პოტენციალი და შესაძლებლობები“, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის (BCAGC) ინიციატივით იმართება, ტურნე 24 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

ბიზნესპალატა მიზნად ისახავს საქართველოს წარმოების პოპულარიზაციას არაბული ქვეყნების ბაზრებზე, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას და ადგილობრივი მეწარმეების ცნობიერების ამაღლებას. ტურნე ქალაქ ბათუმიდან დაიწყო 24 მარტს, შემდეგი შეხვედრები გორში, ქუთაისსა და ზუგდიდში გაიმართება, ხოლო დასკვნით ღონისძიებას თბილისი 4 აპრილს უმასპინძლებს.

BCAGC ადგილობრივ მეწარმეებს გაუწევს კონსულტაციებს და გაძლევენ პროფესიულ დახმარებას არაბულ ბაზრებზე პროდუქციის წარმატებით ექსპორტირებასა და ახალ ბაზრებზე მის ათვისებაში. ტურნე მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • ქართულ წარმოებაში არსებული ტენდენციები და გამოწვევები;
  • ადგილობრივი აგროკულტურა;
  • გალფის ქვეყნების ბაზრის სპეციფიკა:
  • მაღალი მსყიდველუნარიან ბაზრებზე ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობები.

აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ბიზნესგარიგებების ფორმირებას, კერძოდ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. ღონისძიებები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მეწარმეების და ფერმერების უკეთ შესწავლაა ექსპორტის პროცესისა და გალფის ქვეყნებში ბაზრების მოთხოვნებისა.

ტურნეს „ექსპორტი გალფის ქვეყნებში“ ფარგლებში, შეხვედრებზე მიწვეულნი არიან რეგიონების მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, მეწარმეები და მეწარმეობით დაინტერესებული პირები.

 

შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად

კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ილონ მასკი პირველი ადამიანია, რომლის ქონებამ $400 მილიარდს გადააჭარბა
მსგავსი სიახლეები
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები