2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებული ხილის ღირებულებამ 236 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 14%-ით აღემატება. ხილი კვლავ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტად რჩება, რომლის წილი მთლიან აგროსასურსათო პროდუქციაში 14%-ს შეადგენს.
ექსპორტის ზრდა ძირითადად გამოწვეულია რამდენიმე პროდუქტის – თხილის, მოცვისა და ატმის ექსპორტის დინამიკის გაუმჯობესებით. 2024 წელს თხილის ექსპორტი 21%-ით გაიზარდა, რაც 17,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულებას წარმოადგენს. მოცვის ექსპორტი 33%-ით გაიზარდა და 7 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი დაფიქსირდა. გარდა ამისა, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ღირებულება 13%-ით გაიზარდა და 3,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
2024 წელს თხილის ექსპორტის ღირებულებამ 100,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რომელთა ძირითადი საექსპორტო ბაზარი ევროკავშირი იყო. მხოლოდ 2024 წელს ევროკავშირში ექსპორტირებული თხილის ღირებულებამ 63,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, თხილი ექსპორტირებულია სომხეთში (5 მლნ აშშ დოლარი) და რუსეთში (3,5 მლნ აშშ დოლარი).
მოცვის ექსპორტის ღირებულებამ 2024 წელს 28,2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარი რჩება მოცვის ექსპორტის უმსხვილეს ბაზრად, სადაც ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 24,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირში ექსპორტირებულია 2,4 მლნ აშშ დოლარის მოცვი.
მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება გადამუშავებული ხილის ექსპორტში, რომელიც 80%-ით გაიზარდა და 18,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2024 წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტირებული გადამუშავებული ხილის ღირებულებამ 42,5 მლნ აშშ დოლარი (7,2 ათასი ტონა) შეადგინა.
შენი კალკულატორი, გამოიყენეთ ეს კალკულატორი თქვენი სხეულის მასის ინდექსის (BMI) შესამოწმებლად
კალკულატორი – მიუთითე სქესი და სიმაღლე და გაიგე შენი იდეალური წონა
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია





