Jimsher Symphony Single Malt — პირველი ქართული ვისკი, რომელიც World Whiskies Award 2025-ის გამარჯვებულია

0
464
ქართული ვისკის ბოთლი ოქროს ჯილდოსთან ერთად საფერავის კასრის ფონზე
Jimsher Symphony Single Malt გახდა პირველი ქართული ვისკი, რომელმაც მოიგო World Whiskies Award 2025. ამ წარმატების მიღმა დგას ინოვაციური ბიზნეს სტრატეგია და ქართული ტრადიციების თანამედროვე გამოყენება.

Jimsher Symphony Single Malt პირველი ქართული ვისკია, რომელიც მსოფლიო ვისკის საერთაშორისო კონკურსის World Whiskies Award 2025-ის გამარჯვებული გახდა.

World Whiskies Award პრესტჟული გლობალური ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ავლენს მსოფლიოს საუკეთესო ვისკებს, ხელს უწყობს მათ საერთაშორისო პოპულარიზაციასა და ბაზარზე გასვლას.

Jimsher Symphony არის ქართული დისტილერიის პირველი Single Malt (ერთ ალაოიანი) ვისკი, რომელიც კასრის სიძლიერით, მაღალალკოჰოლური და არაორდინალური გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. ვისკი დაძველებულია საფერავის ღვინის ტრადიციულ ქართული კასრში, რაც მას უნიკალურ გემოს ანიჭებს.

Jimsher Symphony ქართულ ბაზარზე მალე ლიმიტირებული რაოდენობით გამოჩნდება. აღსანიშნავია, რომ Jimsher დისტილერიისთვის Single Malt კატეგორია სრულიად ახალი მიმართულებაა, რადგან აქამდე კომპანია მხოლოდ შერეულ (blended) ვისკის აწარმოებდა.

 

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია

author avatar
SheniStartup.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია
READ  ბინის ქირა 10%-ით შემცირდა - როგორია ფასი?

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ