სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 006.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.2 პროცენტით მეტია.
საქსტატის ინფორმაციით, ექსპორტი 403.8 მილიონი აშშ დოლარი იყო, რაც 19.3 პროცენტით მეტია წინა წლის იანვართან შედარებით. იმპორტი კი 1 602.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 45.4 პროცენტით გაიზარდა.
Sheni Network
2025 წლის იანვარში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 1 198.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.7 პროცენტს წარმოადგენს.
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #davidiani #shenistartup #აქხარისხია
სტატიის ციტირება
შენი სტარტაპი. 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი [Internet]. თბილისი: Shenistartup.ge; 2026 [ციტირებულია: 2026 სექ 8]. ხელმისაწვდომია: https://shenistartup.ge/2025-%e1%83%ac%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a/
shenistartup.ge

